06:50 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 12:03:14, 2068 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება სასურველია

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“, რომელიც კომპანიის „Business Information Agency“ ორგანიზებით გაიმართა.

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს არის კარგი პლატფორმა, რათა საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება არის სასურველი. მისი განცხადებით, ფორუმი კარგი საშუალებაა, რათა გაჟღერდეს, რომ „საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან მარტივია ბიზნესის დაწყება და კეთება; ქვეყანა, სადაც თქვენ გაქვთ მთავრობის ყველანაირი მხარდაჭერა და შექმნილია ბიზნეს გარემო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად დაიწყოთ თქვენი ბიზნესი; ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიარა 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე რეგიონში არსებული კრიზისი და უკვე დღეს აქვს შესაძლებლობა, საკმაოდ გამართული შეხვდეს მომდევნო 3-4 წელიწადს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში იყოს ერთერთი წარჩინებული ქვეყანა“, - განაცხადა  პირველმა ვიცე-პრემიერმა.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics