06:48 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 18:52:58, 2653 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტი ლატვიაში იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ არვილსაშერადენის შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო.

,,ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ საქართველო-ლატვიის თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად ძალიან აქტიური პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო.  მიზნადდავისახეთ, რომ  ამას აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობადავუმატოთ.  დაგეგმილი გვაქვსკონკრეტული ღონისძიებები, როგორც ბიზნესის ჭრილში, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. სულ მალე, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაიზრდება როგორც ვაჭრობის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისადა ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომაში მონაწილეობს.

კომისიის სხდომა ლატვიის დედაქალაქში მეორე დღეა გრძელდება და მასში როგორც საქართველოდან, ისე ლატვიიდან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics