15:32 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 14:22:42, 1958 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოში „მინი სტრასბურგის“ შექმნის ინიციატივაა წარდგენილი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად,  კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც საქართველოში ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას შეეხება.

“საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, გადასინჯოს და დაადგინოს კონსტიტუციურობა საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ცვლილება იქნება, თუმცა, კომისიის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს და გააჩენს საჭიროებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს. თუ ძალიან გავამარტივებთ და ძალიან სქემატურად ვიტყვით, ეს შეიძლება იყო მინი სტრასბურგის მოდელი, ადგილობრივი სტრასბურგის მოდელი, რაც ქვეყანას, მათ შორის, დაეხმარება იმაში, რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics