|
2017-03-16 11:48:02, 1557 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ მსჯელობს
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი მორიგ სხდომას მართავს. დღეს კომისიის წევრები პრეზიდენტის თავსა და მის უფლებამოსილებებს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, უმრავლესობა რჩება პრინციპულ პოზიციაზე, რომ კომისიის არცერთ წევრს თავს არ მოახვევენ საკუთარ შეხედულებებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის ფორმასთან მიმართებით. ამასთან, გაბუნიას შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევაში დამაზიანებელი არაფერია. მან მაგალითად მოიყვანა დასავლური სახელმწიფოები, სადაც მისი თქმით, პრეზიდენტს ამ გზით ირჩევენ და არავის აქვს განცდა, რომ მოქალაქეს რაიმე უფლება ჩამოერთვა. „პრეზიდენტის უფლებამოსილებებში ამ მოდელის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს პოლიტიკური სისტემის სახით, პრეზიდენტს იმაზე მეტი უფლებამოსილება აქვს, ვიდრე სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებში აქვთ პრეზიდენტებს“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. მისივე განმარტებით, კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ გამოირიცხოს სახელწმიფო ინსტიტუტების დუბლირება და სხვადასხვა უწყებებს შორის ფუნქციების აღრევა. „რა განხილვის სურვილიც არ უნდა გაუჩნდეს ვინმეს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა, ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება ამ ცვლილებებზე იმსჯელონ პარლამენტი და პარლამენტში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიაა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უკვე ახლოვდება აპრილი, ის თარიღი, როცა ვთქვით, რომ კანონპროექტის პირველი ვერსია გვექნება, რის შემდეგაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმოს. ბუნებრივია მოდის დრო იმისა, რომ ყველა საკითხზე, რომელიც აქტუალურია, უნდა ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ. ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა წინასწარ თავს არ ვახვევთ არცერთ კომისიის წევრს ჩვენს შეხედულებებს, მათ შორის არჩევის ფორმასთან მიმართებით, თუმცა გვაქვს ჩვენი ვერსია“, - განაცხადა გაბუნიამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)