|
2017-03-15 14:10:46, 1634 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისია მორიგ სხდომას მართავს
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღეს განსახილველ საკითხებს შორისაა სოციალური უფლებების გარანტიების გაზრდა, მიწების გასხვისების საკითხი უცხოელებთან მიმართებაში და ომბუდსმენისთვის კონსტიტუციური გარანტიების დამატება. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, შესაძლებელია მიწის გასხვისებაზე გარკვეული რეგულირებები დაწესდეს, მაგრამ ეს რეგულირებები არ უნდა იყოს მოქალაქეების მიხედვით. „ეს ალბათ დიდი დისკუსიის საგანი იქნება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ამ ფორმით ცვლილებას ვეწინააღმდეგები. რაც შეეხება ომბუდსმენის ინსტიტუტს, შეთავაზებული გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევა უნდა იყოს კონსესუსზე ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უმრავლესობამ, უმცირესობამაც უნდა მიიღოს მის არჩევაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ომბუდსმენს უნდა დაემატოს კონსტიტუციური გარანტიები, რათა მას ჰქონდეს უფრო ეფექტური უფლებამოსილება და საბიუჯეტო დაცვა“, - აღნიშნა მენაბდემ. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა კი ფიქრობს, რომ მიწების გასხვისება უცხოელებზე უნდა აიკრძალოს. „კომისიის მიერ გაზიარებული უნდა იქნას და კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე“, - განაცხადა გუგავამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)