|
2017-03-13 19:01:52, 2115 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მოვლენების მონაწილე ირაკლი ჩხვირკია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიიდან გარიცხა
ბათუმის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ჩხვირკია, რომელიც აქციის დროს მკვეთრი განცხადებებითა და ულტიმატუმებით გამოირჩეოდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიიდან გარიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის დროს გაკეთებული განცხადებები ჩხვირკიას პარტიასთან არ შეუთანხმებია. "ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ცნობისთვის, ბათუმის მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილე, ირაკლი ჩხვირკვიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და "თავისუფალი ზონის" სახელით საქმიანობდა, 12 მარტის ღამეს, ხელისუფლებას არა ერთი ულტიმატუმი წაუყენა, მათ შორის ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება და შს მინისტრთან შეხვედრა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)