|
2017-03-13 17:30:21, 1774 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტების დაფინანსება. ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, დემოკრატიული ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მხარდაჭერას. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება წარმატებული მოლაპარაკების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან აწარმოა თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფონდის სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ ვიზიტზე აშშ-ში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ახალი სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)