|
2017-03-13 13:00:24, 1582 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე: ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზეა
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ოთარ კახიძე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი შეფასებით, ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზეა: ,,იქ იყო მიტანილი ქვები, ტომრები, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ჯაჭვები, აირწინაღები, მოლოტოვის კოქტეილები და იყვნენ ორგანიზებულები. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ ბატონ ღოღობერიძესთან, რომელიც არის სუს-ის ცნობილი ზონდერი. ის ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს ადამიანი არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი იყო თავად. გამოძიებამ უნდა მოიკითხოს მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართულები ამ აქციის ორგანიზებაში ღოღობერიძესთან ერთად. აგრეთვე უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომელიც არის საინვესტიციო და ტურისტული ცენტრი და რომელიც მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფომ ორგანიზებულ ხულიგნებს დაარბევინა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ეს ვანდალიზმი. ხელისუფლების მცდელობა, რომ გადააბრალოს ყველაფერი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ არის აბსოლუტურად უსუსური. მართალია, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ცდუნებას, რომ გამოეყენებინა ეს პროტესტის აგორებული ტალღა და ვერ გაერკვა ვითარებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელი შეაწმინდოს. ქალაქი დააზიანეს, დაწვეს და საათების განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ეს ვაგხანალია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი ქალაქები არ არის დაცული და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს არის ხელისუფლების ხელწერა. ხუთი წლის განმავლობაში ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს,’’- განაცხადა ოთარ კახიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)