|
2017-03-12 15:49:05, 1548 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობაზეა
„მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ,,ნებისმიერი სოლიდარობა ძალადობის და ვანდალიზმის პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მხოლოდ აძლიერებს დღევანდელ უსუსურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას. უგულავას თქმით, პოლიტიკური პროცესი თუ არ გასუფთავდა ძალადობისგან საზოგადოება და სახელმწიფო სავალალო შედეგებამდე მივა. „რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობაზეა, რადგან ჩვენ გუშინ ვიხილეთ ხშირ შემთხვევაში უმოქმედობა, პრევენციული ზომების არგატარება და შემდეგ რიგ შემთხვევებში ძალის გადამეტებაც. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა არის მთავარი მიზეზი გუშინდელი და მსგავსი ძალადობრივი აქტების. მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა არის ის მძიმე სოციალური ფონი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და რაც ქმნის ფეთქებადსაშიშ სიტუაციას და ამაზე სრული პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟმს. უკნასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მთელი საზოგადოება ვაკვირდებით ხელისუფლების მიერ წახალისებული ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, შევიწროვებას, კვერცხების და ქვების სროლას. მეტიც, გუშინდელი ვანდალიზმის ერთ-ერთი მონაწილე და ეს ბათუმელებმა განსაკუთრებით კარგად იციან, არის ადგილობრივი სუს-ის დავალებების შემსრულებელი. საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ესროდა ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სახლს კვერცხებს და ქვებს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი სუს-ის დავალებით მოქმედებდა და ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდა. სწორედ ასეთ ძალადობრივ ჯგუფებს ეკისრებათ პასუხისმგელობა და სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც ამაში მდგომარეობს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ. დღეს, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ან ძალოვნების შიდა დაპირისპირებასთან ან უბრალოდ კონტროლიდან გასულ ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოებას და პირველ რიგში სახელმწიფოს აზარალებს. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ. პოლიტიკური პროცესი თუ არ გასუფთავდა ძალადობისგან საზოგადოება და სახელმწიფო სავალალო შედეგებამდე მივა. გუშინდელი მოვლენა არის მხოლოდ აისბერგის წვერი გამომდინარე იმ მძიმე სოციალური ფონიდან, რომელიც შექმნილია ქვეყანაში’’,- აღნიშნა გიგი უგულავამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)