|
2017-03-12 15:45:01, 1651 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: სერიოზული ზღვარი იყო გასავლელი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა
„წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, თათბირზე განაცხადა. კვირიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა შეძლეს, ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო; მისივე თქმით, საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ "ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ". "ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ საჭიროა კომპლექსური მოქმედება და კონსოლიდაცია სტაბილურობის მიზნის მისაღწევად. ამასთან, პრემიერის თქმით, უნდა გაგრძელდეს გამოძიება, რათა არა მხოლოდ ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენ წამქეზებლები და მოხდეს პრევენცია რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. „ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა“,-აღნიშნა პრემიერმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)