|
2017-03-10 21:28:10, 1827 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც
ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს - მძიმეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს მძიმეა მისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. როგორც მან აღნიშნა, მას არა მარტო ის ადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად ადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. „მე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მომიხდა საგანგებო განცხადების გაკეთება, სადაც ძალიან ნათლად ვუთხარი საზოგადოებას, ყველა ჩართულ მხარეს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, რომ მე გადაწყვეტილების მიუხედავად მხარეებს მოვუწოდებ, დალოდებოდნენ ერთი მხრივ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. რამდენიმე საათში იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, მძიმეც. მძიმე იმიტომ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების - აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. არა მარტო ის მადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი, როგორც დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის გარანტს, მომეკითხება პასუხი, რომ რა ვითარებაა. ამიტომ მძიმე იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არ უსაყვედურა, მიზეზად მან განაცხადა, რომ „პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის პატივს სცემს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“. „ნებისმიერი ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლე ბუნებრივია არანაირად არ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ჩემთან, რომ მე რა მომეწონება პოლიტიკურად, ან არ მომეწონება. ისინი უნდა იყვნენ მარტო თავის სინდისთან პასუხისმგებლები. შესაბამისად, აზრადაც არ მომსვლია, რაიმე კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)