05:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 19:31:49, 2576 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკას სულ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი ენდობა

საქართველოს ეკონომიკას სულ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი ენდობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კარგ ბიზნეს გარემოდ განიხილავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

„საქსტატის" მიხედვით, 2016 წელს წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,645 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22 პროცენტით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკა, 2014 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 1,5-მილიარდ აშშ დოლარზე მაღალ მაჩვენებელს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი ზრდაში ძირითადი როლი შემდეგ სექტორებმა ითამაშეს: ენერგეტიკა (64%-ით მეტი წინა წელთან შედარებით); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,3%-იანი ზრდა); დამამუშავებელი მრეწველობა (80%-იანი ზრდა); მშენებლობა (47%-იანი ზრდა).

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics