|
2015-04-03 11:15:38, 504 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: რიგის სამიტზე საზღვრები არ იხსნება, ამის მოლოდინი ნურავის გვექნება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის, განცხადებით, საქართველოს რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. როგორც წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, რიგის სამიტზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები არ გაიხსნება, თუმცა რეალისტური მოლოდინია, რომ საქართველოს მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების აღიარება მოხდება. თეა წულუკიანის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ უკვე დაიწყება მსჯელობა, თუ როდის გახსნან საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის. "ჩვენ რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა გქვონდეს. ჩვენ გავქვს 1 რეალისტური მოლოდინი, რომ ის ძალიან დიდი ტიტანური, ხშირად ჯოჯოხეთური, მე არ მომერიდება ამ სიტყვის თქმის, შრომა ვინც ჩავატარეთ, საგარეომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციამ, ჯანდაცვამ, პრემიერმა, მთლიანად მთავრობამ კოლექტიური ძალისხმევა გაწია და პარლამენტი გვედგა გვერდში და იღებდა იმ კანონებს, რასაც ვთავაზობდით, რომ რეფორმების აღიარება მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალისტური მოლოდონი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რიგის სამიტზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გვეტყვიან ის საშინაო დავალებები, რაც ჩვენ თქვენ მოგეცით, შეასრულეთ ტექნიკურ დონეზე ყველაფერი შესრულებულია და ვიფიქრებთ იმაზე, რომ გადავიდეთ პოლიტიკურ ფაზაზე, ანუ დავიწყოთ მსჯელობა როდის გავხსნათ საზღვრები. რიგის სამიტზე საზღვრები არ იხსნება, ნურავის გვექნება ამის მოლოდინი, მაგრამ ძალიან რეალისტური მოლოდინი, რომლისთვისაც ჩემი თხოვნა იქნება, მეც, თქვენც, პარლამენტმა, ბიზნესმა უნდა ვიმუშაოთ ქვეყანაში ჰარმონიით. ჩვენ გავიღეთ ყველამ დიდი მსხვერპლი, მათ შორის ბიზნესმა, მათ შორის მე, ჩემმა თანამშრომლემბა, თქვენ და ყველა მინისტრმა და ამის აღიარება, რომ ტექნიკურად ჩვენ დავალებები შევასრულეთ, უნდა მოხდეს რიგის სამიტზე. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება სხვა ფაზა მუშაობის ინდივიდუალურად, სახელმწიფოებთან მუშაობა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს თითოეული ქვეყნის შს მინისტრმა და გაუხსნას ჩვენს მოქალაქეებს სზღვარი",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
68 წლის შერონ სტოუნმა 34 წლის შემდეგ ხელახლა განასახიერა „ძირითადი ინსტინქტის“ ლეგენდარული სცენა
საფრანგეთში არეულობების შემდეგ Hermès-ი ბუტიკებში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)