|
2017-03-08 22:50:41, 1773 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი რ2-ზე: ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი
აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი, - ამის შესახებ იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ შიშები, რომელიც აქვთ პარტნიორებს, გარკვეულწილად გადაჭარბებულია. მისივე თქმით, "საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით". „ჩვენ საპასუხო წერილს მოვამზადებთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში არის მნიშვნლოვანდ გაუმჯობესებული გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, არის გარკვეულწილად გადაჭარბებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტია ჩვენი ხელისუფლებაა. ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)