|
2017-03-08 22:36:24, 1330 ნახვა
საზოგადოება
უგულავა: მიზანი, სავარაუდოდ ახალი პატრიარქის შესაძლო არჩევნებში ჩარევა და სასულიერო კანდიდატის გაყვანაა
მიზანი, სავარაუდოდ ეს არის ახალი პატრიარქის შესაძლო არჩევნებში ჩარევა და სასულიერო კანდიდატის გაყვანა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც თბილისის ყოფილმა მერმა აღნიშნა, "ციანიდის საქმეში" მთავრობა და პროკურატურა ძალიან გახლართულია. მისივე თქმით, "დღევანდელი მასალიდან ჩანს, რომ არ ჩანს მთვარი". "მე რასაც ვუყურებ და ვისმენ, მე რასაც ვურთიერთობ, ბევრ ადამიანს ვიცნობ, მათ შორის ეკლესიაში, ახალი პატრიარქის არჩევნების დრო მოდის, ხელისუფლებამ დაიწყო იქ მოქმედება, სადაც არ უნდა დაეწყო. დღევანდელი მასალიდან ჩანს, რომ არ ჩანს მთვარი. მე და თქვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რაზეც გვინდა, მათ შორის "ციანიდზე". შეიძლება "ჟუჩოკი" იყოს ჩამაგრებული და ჩაიწეროს ვიღაცამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერე მე და თქვენ წავიდეთ, და ციანიდი ვიყიდოთ. მერე მე თუ ვიღაცამ ჩემოდანში ციანიდი ჩამიდო, ამ ჩვენს საუბარს გავიგეთ ჟურნალისტისგან, რომელიც სუს-ის თანამშრომელია, ამავდროულად არ უყიდია ეს ციანიდი", - აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, დღევანდელი ჩანაწერებიდან ასევე გავიგეთ ისიც, რომ არ ვიცით ვისგან შეიძინა მამალაძემ ციანიდი. "ასევე გავიგეთ ის, რომ არ ვიცით ციანიდი ვისგან იყიდა, ანუ იყიდა თუ არა შეიძლება ვივარაუდოთ იმით, რომ გუგლშია. ახლა თქვენ რომ დაგუგლოთ ციანიდი, ამის გამო შეიძლება თქვენ დაგიჭირონ? თუ ბარგი 6 საათი შენთან არ არის, თუ მყიდველი არ გყავს, ეს არის მთავარი მომენტი, თორემ თავისთავად , მე იმას კი არ ვიძახი, რომ როდესაც ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ ვიღაც სასულიერო პირი ცდილობს იყიდოს და ინტერესდება ციანიდის ნატრიუმის ყიდვით, ის, რომ შენ გამოძიება დაიწყო, ეს პირიქით კარგია. მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ მიზანი და ამოცანა ამ გამოძიების აბსოლუტურად სხვა არის. მიზანი, სავარაუდოდ ეს არის ახალი პატრიარქის შესაძლო არჩევნებში ჩარევა და სასულიერო კანდიდატის გაყვანა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)