|
2017-03-08 16:41:29, 1363 ნახვა
საზოგადოება
ევროპალამენტარები პრემიერს: ნუ გამოიყენებთ სასამართლო სისტემას პოლიტიკურად მომგებიანი შედეგის მისაღებად
ევროპარლამენტის 17 წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს "რუსთავი 2"-ის საქმეზე წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, ევროპარლამენტარები შეშფოტებულები არიან და აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლა მიმდინარეობს. "რუსთავი 2 მისი მფლობელის იძულებითი ცვლილების სამიზნე გახდა. მიმდინარე ზეწოლამ პიკს მიაღწია 2 მარტს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ არხი მის ყოფილ მფლობელს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, ქიბარ ხალვაშს, მიაკუთვნა. არხის მფლობელისა და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა 'რუსთავი 2"-ს ხელისუფლებისადმი მეგობრულად განწყობილ მედიად გადააქცევს, რაც სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის ქვეყანაში თავისუფალ მედიას და დემოკრატიის ხარისხს შეამცირებს", - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საქართველო-ევროკავშირის შორის დადებული ასოცირების შეთანხმების პირობების შეთანხმებას ხელს უშლის. მათ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "პოლიტიკურად მომგებიანი შედეგის მისაღებად ნუ გამოიყენებს სასამართლო სისტემას". ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროპის კომისიასა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS), საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კრიტიკულად შეაფასონ და ევროკავშირთან საქართველოს მიერ დადებული შეთანხმების შესრულება მოითხოვონ. მათივე განცხადებით, ისინი საქართველოს მხარდაჭერას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე განაგრძობენ, რისთვისაც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრს ევროპარლამენტის საგანგებო მიმართვისთვის ამ დრომდე არ უპასუხია. გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რომში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)