|
2017-03-08 16:02:52, 1405 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს იურისტი - დღის ბოლომდე საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს
პროკურატურის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საპატრიარქო დღის ბოლომდე განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. როგორც ქარჩავამ აღნიშნა, ეკლესიას არ აქვს საფუძველი პროკურატურის განცხადებაში ეჭვი შეიტანოს, რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს, ედიშერ ქარჩავას თქმით, თეთრუაშვილს არ აქვს ვერსია, რატომ უნდა ნდომებოდა მამა გიორგი მამალაძეს მისი მოკვლა. ქარჩავას ინფორმაციით, დეკანოზის საქმეზე საპატრიარქოს 5 წარმომადგენელი დაიკითხა. ამასთან, იურისტი არ აკონკრეტებს, არიან თუ არა დაკითხულთა შორის სასულიერო პირები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)