|
2017-03-08 15:51:04, 1305 ნახვა
საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა დასრულდა
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა. სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარსდგენენ. მხარეებს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ფაქტების წარსადგენად ნახევარი საათი მიეცათ. პროცესზე პირველი სიტყვით ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გამოვიდა. ფილიპ ლიჩმა მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანაზე ისაუბრა. როგორც ლიჩმა აღნიშნა, განსახილველ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელისუფლებას მერაბიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება სურდა. ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ როგორც მხარემ, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. „ისაუბრეს საქმეებზე, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ განხილვასთან. მათ მოსამართლის კითხვაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს, რომ დიახაც მერაბიშვილის მიმართ კითხვები არსებობდა, არ გაგვიყვანია, მაგრამ კითხვები გვქონდაო. მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე. პირიქით მათ სასამართლოს მიუტანეს გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ ეს მოქმედებები დაასრულა მათივე მტკიცებით 01 საათსა და 25 წუთზე, ხოლო მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდგომ“, - აღნიშნა კახიძემ. გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ გირგვლიანის საქმით დაიწყო საუბარი. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ როდესაც ვასაჩივრებდით. ისევე ახლა როდესაც შუალედში, დასაშვებობის ცნობიდან დღემდე გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს, თუმცა რა საკვირველია უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)