|
2017-03-08 13:28:20, 1462 ნახვა
საზოგადოება
თბილისში აქცია-მსვლელობა „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“ მიმდინარეობს
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, ქალთა მზერა, ვისგი და ფემინისტი აქტივისტები სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას - „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“ მართავენ. აქციის მონაწილეები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ”8 მარტის მსვლელობაზე „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკა, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს. ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც – უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)