|
2017-03-08 12:13:01, 2865 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განკარგულება ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა. როგორც "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას 20 დღე სჭირდება. "საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდა. დარჩენილია 20 დღე ამოქმედებამდე", - წერს ჟურნალისტი. ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულია რეგულაცია 2017/372 - დადებული ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, რომელიც, თავის მხრივ ცვლის 539/2001 რეგულაციას მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საქართველოს მოქალაქეები იმ ქვეყნების სიაში გადაჰყავს, რომლებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზები არ სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. 1 მარტს კი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ოფიციალურად გაფორმდა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)