11:50 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 23:44:14, 2025 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ

უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ, -  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, „რეალურად არის ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი, თუმცა საკვანძო საკითხი აქ არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა“. 

„ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და ეს არის ის, საითკენაც მიდის განხილვები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ეს არის ფუნდამენტური საკვანძო საკითხი და მათ შორის ის, რომ აქ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ჩვენს კომისიაში, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ არც არავის წინააღმდეგ არ შევკრებილვართ, პირიქით, გვაქვს სრულიად ჩამოყალიბებული ობიექტური მიზანი, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას კონსტიტუციის ნორმებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „არავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ დისკრედიტირება განახორციელოს ამ კომისიის". 

„ძალიან ამბიციური ამოცანა გვაქვს. ჩვენ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ტექსტი კონსტიტუციის, რომელიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics