|
2017-03-07 23:14:13, 1796 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ამ ნაბიჯს არა გიორგი მარგველაშვილისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო ვდგამთ
ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ არა გიორგი მარგველაშვილისთვის, არამედ გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განაცხადა, კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე და არა კონკრეტულ სუბიექტებზე მორგებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიაში პრეზიდენტის არჩევის წესი განიხილეს, თუმცა საუბარი მხოლოდ გრძელვადიან გეგმაზე იყო. "მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გახდა ეს სპეკულაციების საგანი და ესენი იყვნენ ნაციონალების წარმომადგენლები, სხვას სპეკულირება ამ თემაზე არ დაუწყია და ყველა მიხვდა, რა იგულისხმებოდა ჩემს განცხადებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კომისიის წევრებს ამ საკითხზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშრებით საერთაშირისო პარტნიორებთანაც. ის აღნიშნავს, რომ კოლეგების რჩევით, კომისიამ 2018 წელს პირდაპირი არჩევის წესი დატოვა. „ვინმემ რომ არ თქვას, რომ ცვლილება ხორციელდება კონსტიტუციაში იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ანუ ამის თქმის საშუალება რომ არავის ჰქონდეს, საბაბიც რომ არ ჰქონდეს, სწორედ და ამიტომ გადავდივართ არაპირდაპირ არჩევნებზე ორსაფეხურიანი სისტემით, თორემ ჩვენ გვგონია, რომ არაპირდაპირი არჩევნებით ეს სისტემა უფრო კარგად იფუნქციონირებს“, - განაცხადა ირკალი კობახიძემ. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი კომისიის რეპუტაციის შელახვას ცდილობს. „პრეზიდენტმა არაერთი განცხადებით ამ დღეების განმავლობაში სცადა დისკრედიტირება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის. ეს იყო შეურაცხყოფა კომისიის მთლიანად და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)