|
2017-03-06 23:12:00, 1631 ნახვა
საზოგადოება
კალაძე მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას მიესალმება
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. "მოგესალმებით, მივესალმები ჩემი ფეისბუქ მეგობრებს, ფეისბუქ მომხმარებლებს. როგორც დაგპირდით ბოლოს, როდესაც გვქონდა ვიდეოდიალო გითხარით, რომ გადავედით კომუნიკაციის ახალ ფორმატზე, სადაც მეტი სიხშირით ვისაუბროთ მიმდინარე აქტუალურ პორბლემებზე და თემებზე, მე ჩემს აზრს გაგიზიარებთ და დიდი ყურადღებით გავეცნობი თქვენს კომენტარებს ამასთან დაკავშირებით. აქვე მინდა დავაზუსტო და მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც კი დრო მომცემს იმის საშუალებას, რომ მონოლოგის ნაცვლად დიალოგის ფორმატზე გადავიდეთ, ეგ ურთიერთობაც მოვსინჯოთ აუცილებლად. მითუმეტეს, რომ დღეს ფეისბუქი იძლევა ამის საშუალებას. ამჯერად, ვინაიდან "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის ირგვლივ მიდის მსჯელობა ამაზე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მოდით დავიწყებ დღევანდელი პრემიერ- მინისტრის ინიციატივით, რასაც მივესალმები მედიაომბუდსმენის შესახებ, თავისთავად მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მე პირადად, როგორც მაყურებელს მაკმაყოფილებს და ჩემში შფოთს არ იწვევს. ბევრი ტელეკომპანაია მაუწყებლობს დღეს ჩვენ ქვეყანაში, ბევრი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაა შექმნილი, პრინციპში ყველა მათგანი გასულია კონტროლის ან ცენზურის ზონიდან, ზოგ შემთვევაში თვითკონტროლის ზონიდანაც კი",- განაცხადა კალაძე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით 2012 წლამდე და ძალიან კარგი იქნება თუ სტატისტიკასაც მოიშველიებენ. "ვნახავთ რამდენი ლიცენზია იყო გაცემული, რამდენი ლიცენზია არის 2012 წლიდან დღემდე გაცემული. ეს ყველაფერი გამოგვადგება შედარებისთვის. ამას დავარქვით ყველამ თავისუფლება და მიგვაჩნია ასევე ყველას რომ ეს არის ერთერთი ძირითადი ფასეულობა ჩვენს ქვეყანაში. ამის ფონზე სამართლებრივი დავა "რუსთავი 2"ის გამო, რომელიც შეიფუთა ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი თვალსაჩნოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას. მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს, ან ამ მუშაობაში გარეშე ძალის შეჭრა და ჩარევა არ მოხდეს საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად წამმართველი იდეა, კონცეფცია რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს",- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა საერთაშორისო სპეციალისტები იქნან მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად ძალინ მნიშვნელოვანი და დროულია. "მე პირადად ვისურვებდი რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული ყოფილიყოს ამ ჯგუფის მუშაობაში ეს უბრალოდ მაგალითად მომყავს, ვინ თუ არა ის შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში. ჩვენ ოპონენტებს არ უყვართ ხოლმე საუბარი, როდესაც წარსულს ვახსენებთ, როდესაც ვეუბნებით ამ მიმართულებით რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მედია, მაგრამ რას იზამ, უნდა მოვახდინოთ შედარებები, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. დარწმუნებული ვარ მედია ომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხიც აუცილებლად. მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ნებისმიერ საქმეში. დარწმუნებული ვარ ამაში უმეტესობა თქვენგანი დამეხმარება",- განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი დღეს მედიამბუდსმენის ინსტიტუტსი შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)