|
2017-03-06 16:22:32, 1378 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღები გადაეცა
200-მა დევნილმა ოჯახმა „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ვარკეთილის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და ბინების გასაღები გადასცეს. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. „მხოლოდ „თბილისის ზღვის ახალ დასახლებაში“ ბინა 630-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 200 ოჯახს გასაღებები დღეს გადავეცით და მათ დღესვე შეუძლიათ ახალ ბინებში გადმოსვლა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, მთლიანობაში, თბილისის მასშტაბით, ახალი ბინა 1800-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. მხოლოდ თბილისში 29 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. ეს პროცესი გრძელდება და ძალიან მალე ყველა გაჭირვებულ ოჯახს თავშესაფარი ექნება. ბინების განაწილების კრიტერიუმები, არის შემდეგი, ვხურავთ ნგრევად ობიექტებსა და იმ ობიექტებს, რომლებზეც ადმინისტრაციული დაპირებები არსებობს და პირველ რიგში, ვაკმაყოფილებთ ყველაზე მაღალი ქულების მქონე დევნილ ოჯახებს. ვცდილობთ ბინები სამივე მიმართულებით თანაბრად გავანაწილოთ. ბინები არის გარემონტებული, შეყვანილია გაზი, დენი, გაკეთებულია გამრიცხველიანება და დასრულებულია რემონტი. რაც მთავარია, კეთილმოწყობილია გარემო. ამ დასახლებაში მალე იქნება ძალიან ბევრი დასაქმების საშუალება, რადგან შენდება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და უამრავი სხვა ობიექტი, რაც ადამიანებს შანსს აძლევს, რომ სამუშაო ამავე ტერიტორიაზე იშოვონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი, 48 კი სამოთახიანი. (NS)
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)