|
2017-03-06 13:07:50, 1479 ნახვა
საზოგადოება
რის საფუძველზე გადაუხადა ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა 8 მილიონზე მეტი „ვილა არტს“?!
2014-2015 წლებში ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და შპს „ვილა არტს“ შორის გაფორმებულია 7 ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 8 მილიონ 123 ათასი ლარია. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის 2011-16 წლების საქმიანობა შეისწავლა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც მის შემდეგ, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე კომპანიის „ვილა არტი“ მონაწილეობა ტენდერებში არ ფიქსირდება. მეწარმეთა რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „ვილა არტი“ რეგისტრირებულია 2006 წლის 24 მაისს. პირები, რომლებიც 2011 წლის 27 დეკემბრამდე იყვნენ აღნიშნული კომპანიის მფლობელები, 2015 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებულნი გახლდნენ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში. მაგალითად, „ვილა არტის“ ყოფილი დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი რამაზ ჯაშიაშვილი ამავდროულად დასაქმებული იყო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე. ეს თანამდებობა მან ხელშეკრულების გაფორმებამდე 6 დღით ადრე დატოვა. გაზეთის ინფორმაციით, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 2015 წლის 6 აპრილს მძლეოსნობის დარბაზის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ჯი-ემ-სი“-სთან, ღირებულებით 597.8 ათასი ლარი. აღნიშნული კომპანია დაფუძნებული იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი კვირით ადრე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2014 წლის 7 თებერვალს ფიზიკურ პირ დავით გერსამიასთან, რომელიც ამავე დროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო საორგანიზაციო კომიტეტში, გაფორმებულია ხელშეკრულება საიჯარო მომსახურების გაწევაზე, ღირებულებით 23.7 ათას აშშ დოლარი. 2015 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებულია ხელშეკრულება ფიზიკურ პირ ოთარ თედორაძესთან ელექტროდანადგარების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით, ღირებულებით 2.6 ათასი ლარი. აღნიშნული პიროვნება იკავებდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციული და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა არაფინანსური აქტივების სერიოზული დანაკლისი. შესაბამისი მასალები პროკურატურას თბილისის მერიამაც გადაუგზავნა.
(NS)
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)