10:42 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 09:45:29, 1755 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი:ჩემნაირი ისტორია სააკაშვილთან დაპირისპირების „ოცნებაში“ არავის აქვს

"მეტოქედ არავის მივიჩნევ, არც კვირიკაშვილს და არც კობახიძეს. ვფიქრობ,  პარტნიორობის ნაკლებობაა და არა მეტოქეობის. არც ერთ მომენტში არ მქონია მათთან დაპირისპირების განცდა," ,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა „იმედის დროში“ სტუმრობისას განაცხადა.

პრეზიდენტმა  მის მიმართ "ქართული ოცნების" ბრალდებები გაიხსენა, თითქოს ის  "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოორდინირებულად მუშაობდა.

„ჩემნაირი ისტორია სააკაშვილთან დაპირისპირების „ოცნებაში“ არავის აქვს. "ნაციონალურ მოძრაობას" ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნესს აკეთებდა და ზოგიც "ნაციონალური მოძრაობის" ელიტაში იჯდა. და დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" ელიტაში სხედან. ეს ხალხი მეუბნებოდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვარ შეკრული“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics