|
2017-03-04 21:29:21, 1956 ნახვა
პოლიტიკა
ქიბარ ხალვაში: რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა?
რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, მისთვის რ2-ის მენეჯმენტის საუბარი, იგივე მიშას საუბარია. მისივე თქმით, რ2-სთვის ბრძლაში დიდი ნაწილი პრინციპის საკითხია. "რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი რასაც საუბრობს, ჩემთვის მათი საუბრის ღირებულება არის ნული. როდესაც ”რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი საუბრობს, მე ვიცი, რომ მიშა მელაპარაკება. მე მაქვს მიშასთან ლაპარაკის გამოცდილება და ვიცი, რომ ყველაფერი აგებულია ტყუილზე, გამორჩენაზე. ძალიან დიდი ნაწილია პრინციპის თემა. რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? არსებობს ქონება, რომელიც დაკარგულია და რომელიც არ დაბრუნდება, რადგან რესურსი არ არსებობს. ”რუსთავი 2” არსებობს, წაღებული აქვს სააკაშვილს და ვიბრძვი რომ დავიბრუნო. გარდა ამისა, არსებობს კანონები, რომლებსაც ვემორჩილები და ამ კანონებს მიღმა არ გავდივარ. არის საქმეები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, ”რუსთავი 2”-ის საქმეს არ აქვს ვადა გასული, რადგან ეს იყო ამორალური გარიგება, არ ექვემდებარებოდა ვადას. ამის დაბრუნების შანსი მქონდა და ვცადე, რომ დამებრუნებინა, რაც არის ზედაპირზე გამოსული”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)