05:58 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 18:19:35, 1437 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: ამ ეტაპზე უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან გათავისუფლება

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება.

როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ასევე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან გათავისუფლება.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „მოამბის“ ჟურნალისტის ლაშა მესხის გათავისუფლების ფაქტს ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა წარმოადგენდეს განსხვავებული მოსაზრების და პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციას. 
როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, ლაში მესხის გათავისუფლების საფუძველი მასთან დადებული ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთადერთი გათავისუფლებული პირია, იმ 13 დასაქმებულიდან, რომელთა ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებისთვის სწორედ მოკლევადიანი ხელშეკრულებები გამოიყენება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი მენეჯმენტის მიმართ მის განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებებზე და პროფესიული კავშირში აქტიურ საქმიანობაზე მიუთითებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს განსაკუთრებით წონადი არგუმენტები და დაასაბუთოს, რომ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა დისკრიმინაციული საფუძვლით. 

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად დააკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს",- წერია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics