|
2017-03-02 12:51:21, 1820 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტს შესაძლოა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენციები ჩამოერთვას
მმართველი გუნდი ინიაციატივით გამოდის, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გარკვეული კომპეტენციები იმ ორგანოებზე გადავიდეს , „რომლებიც სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას ეფუძნება“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ ხედვები და წინადადებები გააცნო: „სასამართლოს დამოუკიდებლობას რაც შეეხება, აქ არის მთელი რიგი რეგულაციებისა. არსებითად უცვლელი რჩება პრინციპული ნაწილი სასამართლოს თავის, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები შემოთავაზებული, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო აამაღლოს საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი. გვინდა, რომ ეს შემოთავაზებული ცვლილებები დაინახოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, დავაკონკრეტებ, საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც ეფუძნება სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას. ამის თაობაზე არსებობდა ვენეციის კომისიის კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ ამ ცვლილების ეფექტს, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)