|
2017-03-01 14:36:31, 1394 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ალბანელ კოლეგას დიტმირ ბუშატის შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ალბანეთს შორის საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში მაღალი დონის რეგულარული შეხვედრების ტრადიცია. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მრავალფეროვან სფეროებს. მათ შორის აღნიშნეს ხალხთაშორისი, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების თვალსაზრისით არსებული დიდი პოტენციალი. საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ალბანეთი ასევე განიხილავს საქართველოსთან ახლო მომავალში უვიზო მიმოსვლის შემოღებას, (საქართველოს მოქალაქეები ალბანეთში უვიზოს მიმოსვლით ამჟამად მხოლოდ ზაფხულის სეზონზე სარგებლობენ). მინისტრებმა გამოთქვეს დაინტერესება იმუშაონ ხალხთაშორისო და ბიზნეს კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, ამ მხრივ აღინიშნა ალბანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალბანეთს ნატოს ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ალბანეთის აქტიური მონაწილეობისთვის. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას. ა ალბანეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)