|
2017-03-01 13:44:22, 1424 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელა
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ მანუელ გონზალეს სანზის შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და გამოთქვეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, არსებულ საინვესტიციო გარემოს და იმ ახალ შესაძლებლობებს რაც საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების განსავითარებლად. კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის წარმატებას მრავალი მიმართულებით. მინისტრებმა განიხილეს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბოლო განვითარებებს, კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა რეგიონში შექმნილი ვითარებით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე ინფორმაცია მიწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)