|
2017-02-28 18:10:49, 1300 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარიძემ ქალაქ ასტანის აკიმთან ასეკ ისეკეშევთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დღეს აუდიენცია ქალაქ ასტანის აკიმთან (მერთან) ასეკ ისეკეშევთან გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეთაურობით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციისა და ასტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სავაჭრო, ეკონომიკისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, როგორც საზღვაო, ისე სამთო ტურიზმის მიმართულებით. რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა ასევე აჭარაში MICE ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის პოტენციალს და ამ მიმართულებით აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურისადმი გაზრდილ ინტერესს. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ზურაბ პატარაძემ აჭარაში სპორტული ბაზების კეთილმოწყობისა და მომავალში სპორტული შეკრებების ცენტრაც ქცევის პერსპექტივაზეც ისაუბრა. ,,ძალიან საინტერესო შეხვდერა შედგა ქალაქის აკიმთან. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. დაიგეგმა სავაჭრო მისია საქართველოში. ძალიან მალე ჩამოვლენ რიგი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით განავითარონ ურთიერთობა. ისევე როგორც ჩვენთვის ყაზახეთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულება, მისი განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა შეხვედრები ჩვენი და ყაზახეთის სამინისტროებს შორის," -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრაზე თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბათუმი-ასტანის მიმართულებით არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები. მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. ასტანის აკიმი დაინტერესდა საინვესტიციო და ტურისტული პროექტების პრეზენტაციით, რომელიც გუშინდელ ფორუმზე იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, საინვესტიციო და ტურისტული ფორუმების ფორმატი თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ,,შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. საუბარი იყო ტურიზმის შესახებაც. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურისა და სამედიცინო სფეროს განვითარებას",-აღნიშნა ასეკ ისეკეშევმა შეხვედრი შემდეგ. (NS) ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტია. დაიგეგმა ბიზნესმენებისათვის საინფორმაციო ტურის ფარგლებში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობა.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)