|
2017-02-28 16:18:08, 2020 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სოზარ სუბარი: რეფორმის ერთადერთი მიზანია, დახმარება იმ დევნილებზე იყოს ორიენტირებული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ
"დიდი ხანია, დევნილთა დახმარების რეფორმა დღის წესრიგში დგას . ამ რეფორმას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დევნილთა დახმარებები იყოს უფრო მიზანმიმართული და ორიენტირებული იმ ადამიანებზე, ვისაც რეალურად უჭირთ და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს დევნილის სტატუსთან", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. „ჩვენს ოპონენტებს მინდა შევახსენო, რომ ეს პროექტი მათაც ქონდათ გეგმაში 2008 წელს და 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში. რეფორმაზე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ საბოლოო ფორმაზე ჩამოვყალიბდით, თუმცა ეს არის ჩვენი ხედვა და ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ რეფორმა ასეთი ფორმით იქნება მიღებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ამ ეტაპზე რეფორმის მოდელი დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატსა და აფხაზეთის მთავრობას გადაეცათ. მას შემდეგ, რაც მხარეები საბოლოო მოდელზე შეთანხმდებიან, პროექტი მთავრობასა და პარლამენტში გაიგზავნება. „დღეს, დევნილებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი იხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული დევნილთა საჭიროებებზე. ყველა ის დევნილი, რომელსაც მიღებული არ აქვს ბინა და აქვს 100 000 ქულაზე ნაკლები სოციალურ დახმარებასთან ერთად 45 ლარს მიიღებს, როგორც უბინაობის დახმარებას და არა როგორც სტატუსთან დაკავშირებულ დახმარებას. დევნილის სტატუსთან სოციალურ დახმარებას არ აქვს კავშირი, სტატუსი უნარჩუნდება ყველას. ხოლო, ყველა ის დევნილი, რომელმაც ბინა მიიღო, სოციალური დახმარების პაკეტით ისარგებლებს. სამაგიეროდ, ეს მოგვცემს შანსს, რომ დახმარება გაეზარდოთ სოციალურად დაუცველ დევნილებს და მინიმუმ გაორმაგდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. ეს არის 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, დამატებით 10 000 საცხოვრებელი ბინა“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა. სოზარ სუბარის თქმით, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოკითხული დევნილების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ რეფორმას მხარი დაუჭირა.
(NS)
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)