13:15 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 15:51:30, 2666 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, ის მთავარ პროკურატურას არ ენდობა, - ასე უპასუხა მიტროპოლიტმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ითხოვდა ის სასამართლო წესით დაკითხვას. 

როგორც მიტროპოლიტმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, ის მამა გიორგის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნიშნებს ხედავს. 

"მამა გიორგის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ, რა თქმა უნდა პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს", - დასძინა მეუფე პეტრემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში მეუფე პეტრე ცაავას დაკითხვა მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics