|
2017-02-28 15:29:43, 4298 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის პროგრამის შეწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების განმარტებით, პროგრამად დაავადების სრულ აღმოფხვრამდე უწყვეტად გაგრძელდება. „მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია გილეადსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული 10 წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, საქათველოს ნებისმიერ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს. დღემდე, პროგრამაში 32 000-მდე პაციენტი ჩაერთო. შემთხვევების 90%-ში კი მკურნალობა წარმატების დასრულდა. ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგული ღონისძიებები. საქართველოს მასშტაბით ტარდება უფასო სკრინინგული კვლევები ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოსავლენად და მკურნალობის პროცესში პაციენტთა დროულად ჩასართავად, რაც უმნიშვნელოვანესია ასეთი დაავადების სამკურნალოდ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესების საგანს. აშშ-ს CDC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აქტიურად არიან ჩართული როგორც პროგრამის მიმდინარეობის შეფასების, ასევე, C ჰეპატიტის ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში. პროგრამა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, რაც ყოველწლიურად პროგრამაში 20 000-დან 30 000-მდე მოქალაქის ჩართვას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეწვიოს C ჰეპატიტის მართვის ცენტრს (ფალიაშვილის 110) ჩაიტაროს სკრინინგი უსასყიდლოდ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს პროგრამაში. ასეთივე მართვის ცენტრი სულ მალე ზუგდიდშიც გაიხსნება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)