|
2017-02-28 13:04:18, 1470 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სტატუს შეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოდის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდეს, ასევე, დაინერგოს დისტანციური სწავლება შეღავათიან ფასად, რათა ქვეყანას სოციალური პრობლემების გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტები არ ჰყავდეს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მარიამ გერსამიამ ისაუბრა. „ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც თანხის უქონლობის გამო ვეღარ აგრძელებენ განათლების მიღებას. დღეის მონაცემებით მათი რაოდენობა 35 ათასს აჭარბებს. დროა დავიწყოთ პროცესი და ისეთი პირობები შევქმნათ, სადაც განათლება პრიორიტეტული იქნება და სწავლისთვის მოტივირებული სტუდენტისთვის ფინანსები დაბრკოლება აღარ იქნება. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას: შემუშავდეს სტუდენტების სოციალური გრანტებით დაფინანსების ახალი მოდელი. საჭიროა მეტი დაფინანსებული სტუდენტი სოციალური საგრანტო პროგრამის ფარგლებში. უნდა წავახალისოთ თავად უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის შესაბამისი სერვისების განვითარება. მათ შორის, დისტანციური სწავლება შეღავათიან ფასად, თანხის გადახდა სასწავლო კრედიტების და არა სემესტრების მიხედვით, საქველმოქმედო მიზნობრივი ფონდების შექმნა უნივერსიტეტებში, კამპუსების პროგრამა, სამუშაო ადგილების შეთავაზება თავად კამპუსებში, სტუდენტებისთვის მოქნილი გრაფიკი უნდა წავახალისოთ უმაღლესი სასწავლებლების და დამსაქმებლების თანამშრომლობა. ხელშეწყობა ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის, სტაჟირებაში სასწავლო კრედიტის მიღებისთვის და დასაქმების პერსპექტივისთვის. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მიმდინარეობს ღია შეხვედრები, დისკუსიები განათლების და მეცნიერების მიმართულებით, რომლის მიზანია სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ ღია დისკუსიის წარმართვა და კონკრეტული ინიციატივების დამუშავება. შეხვედრები ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, ექსპერტებისთვის და სწორედ პროფესიონალებთან, ხალხთან კონსულტაციების შედეგად მუშავდება იდეები და ინიციატივები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად განვახორციელებთ“,-განაცხადა მარიამ გერსამიამ.
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)