|
2017-02-28 11:55:06, 1503 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰა კიმ ნგკოს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა სქართველოს მზარდი დაინტერესება აზიის რეგიონთან თანამშრომლობის მიმართ და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ვიეტნამთან სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ვიეტნამის მხარე გაეცნო მთავრობის რეფორმირების პრიორიტეტებს განათლების, ინფრასტრუქტურის, კარგი მმართველობის სფეროში. საგარეო უწყების ცნობიტ, ვიეტნამის მხრიდან გამოიხატა დაინტერესება ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას. მათ შორის ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს ბიზნეს დელეგაციას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიეტნამის მხარდაჭერისთვის და მიულოცა ქართულ მხარეს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი. მიხეილ ჯანელიძემ ვიეტნამის მხარე საქართველოს მიღწევების ადგილზე გაცნობის მიზნით ვიზიტით თბილისში მოიწვია. ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას.
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)