18:41 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 11:06:28, 336 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა რეგიონალური ცენტრია, ეს გასათვალისწინებელია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ერთი შეხედვით შესაძლოა მომგებიან ბაზრად არ აღიქმებოდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რეგიონალური ცენტრია, რაც გასათვალისწინებელია. 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართველო–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ საქართველოს ბიზნესგარემოსთვის ხელსაყრელი გარემო აქვს, იგი განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ისევე როგორც ესტონეთის,  არის მცირერიცხოვანი, ერთი შეხედვით მომგებიან ბაზრად შეიძლება არ აღიქმებოდეს, მაგრამ სულ სხვა სტრუქტურას  დავინახავთ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რეგიონალური ცენტრია.  ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ სამხერთ კავკასიის ცენტრი გახლავთ, არამედ არის ცენტრალური აზიის და ევროკავშირის,  დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარი დამაკავშირებელიც. რაც უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POG: ქრთამის აღებისთვის თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელს ბრალდება წარედგინა
კერძო უნივერსიტეტებში სწავლა ძვირდება
მეუფე იობი: დასრულდა კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა
ცხოველების უფლებების დასაცავად მორიგი აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics