07:26 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 12:54:42, 1348 ნახვა

საზოგადოება
ზაალ მიქელაძე გაეროს ასამბლეის პროექტის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის 25 მონაწილეს შეხვდა.

მინისტრმა დელეგატებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს.

ფორუმი 25-27 თებერვალს ტარდება და მასში 600-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა.

დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებსა და დებატებში ღებულობენ მონაწილეობას. გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მესამედ, ბათუმში კი მეორედ არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' ორგანიზებით ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics