|
2017-02-27 10:27:18, 1177 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრის ავრამოპულუსმა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე- „ახალი ტფილისში“ გაისეირნეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრის ავრამოპულოსი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე „არიფანას“ ესტუმრნენ, სადაც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია ევროკომისარის ვიზიტი თბილისში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში-ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასკვნით ეტაპზე. მათ მადლობა გადაუხადეს დიმიტრის ავრამოპულოსს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. „ძალიან მიხარია თბილისში დაბრუნება. მშვენიერი ქალაქია - მე გამიმართლა და აქ ადრეც ვიყავი. დღეს მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ ღონისძიებით - მშვენიერი საღამოა და ის უკან გვაბრუნებს ამ ქალაქის წარსულში. როგორც მანამდე აღვნიშნე, ჩემი ვიზიტის მიზანი ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და რამდენიმე განცხადების გაკეთებაა. კერძოდ, მოვლენები ძალიან კარგად ვითარდება - როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად და ახლა ჩვენ სასურველ მიზანს მივაღწიეთ. სულ რამდენიმე დღეში, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობას ვიზის გარეშე შეძლებთ“,- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)