|
2017-02-27 09:48:57, 1221 ნახვა
საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა
პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი პოსკრიპტუმთან საუბარში დანამდვილებით არ ამბობს, რომ საპატრიარქოში შექმნილი მოვლენების უკან შორენა თეთრუაშვილი დგას, თუმცა აცხადებს, რომ მასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა: „დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. მე კიდევ გარკვევის პროცესებში ვარ. ვფიქრობ, ჩემი იქიდან წამოსვლით ამას უფრო დავინახავ, ვიდრე იქ ყოფნის განმავლობაში ამას ვხედავდი. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც იყო აბსოლუტურად პატრიარქს და სხვას არავის ექვემდებარებოდა საპატრიარქოში. რაღაცას შევათანხმებდი პატრიარქთან და ის ასევე ვიღაცასთან შეთანმხმებული უნდა ყოფილიყო, იყო ასეთი პრობლემაც“,-აღნიშნა სოსო ოხანაშვილმა. სოსო ოხანაშვილი პოსტსკრიპტუმს უყვება, რომ სწორედ მან უთხრა გერმანიაში მყოფ უწმინდესს მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ. ამის შემდეგ, რამდენიმე სასულიერი პირმა, კლინიკაში მყოფ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის დაკავების სხვადასხვა ვერსია უამბო. ეუბნებოდნენ, რომ დეკანოზი გერმანიაში მის მოსაკლავად მიდიოდა და უმძიმეს დანაშაულში მამა გიორგის თანამზრახველი პატრიარქის დაცვის უფროსი იყო. პატრიარქს მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ უამბობდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურას დაკავებული მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალი სულ სხვა პირის შესაძლო მოწამვლის საქმეზე ჰქონდა წაყენებული.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)