08:16 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 09:35:57, 1542 ნახვა

საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს ტოვებს

კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად გატარებული 14 წლის შემდეგ, ილია მეორესთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი,  საპატრიარქოს ტოვებს. პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-ის გადაცემა პოსკრიპტუმში ისაუბრა. სოსო ოხანაშვილის თქმით, ის "უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას" შეეწირა.

“შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ვეღარ გავჩერდებოდი იქ. მივედი მის უწმინდესობასთან, ვისაუბრეთ. მომცა ლოცვა კურთხევა, წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. დამლოცა და გავედი ამ სამსახურიდან. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. ახლაც მიჭირს. ალბათ დრო ყველაფერის მკურნალია, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ამის გახსენება. მე პატრიარქისთვის არ ვიყავი მხოლოდ დაცვა. “,-აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics