|
2017-02-26 21:13:19, 1784 ნახვა
პოლიტიკა
ილია მეორე: მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
"მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითი თუ უნებლიე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა აღავლინა. "უდიდესი სასწაული, რომელიც გზას გვიჩვენებს სასუფევლისკენ, ეს არის შენდობის კვირიაკე. შენდობის კვირიაკე თქვენ იცით, დაწესებულია პირველ საუკუნეებში, იორდანეს უდაბნოებში. ბერები ღებულობდნენ ლოცვა-კურთხევას, შენდობას ერთმანეთისგან და მიდიოდნენ უდაბნოში. მიდიოდნენ აღდგომის საგალობლების გალობით იმიტომ, რომ არ იცოდნენ ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა. ეს პირველი საუკუნეებიდან დღემდე მოდის და ჩვენ ვასრულებთ ამ შენდობის წესს. საკვირველია ადამიანი როგორ იტანს, როგორ იტევს თავის სულში ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულსა და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელზეც ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში, თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს," - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)