|
2017-02-25 15:49:08, 1876 ნახვა
საზოგადოება
კულტურის დარგის ცენტრალურ და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კულტურის დარგის ცენტრალურ და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლებიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ესწრებოდნენ. რეგიონულ ხელისუფლებას სამუშაო შეხვედრაზე აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი წარმოადგენდა. მომავალი ტურისტული სეზონის დადგომამდე მხარეებმა დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს და მათში ჩართულობისა და კოორდინაციის საკითხებზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა რეგიონის ცნობადობისა და პოპულარიზაციისათვის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონის მთავრობა უპირატესობას მიანიჭებს მიმზიდველი კულტურული პროგრამების არასეზონურ პერიოდში განხორციელებას. მისი თქმით, აჭარის მთავრობის პრიორიტეტია ტურისტული სეზონის მაქსიმალური გახანგრძლივება და რეგიონის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა წელიწადის ოთხივე სეზონზე. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი. პარლამენტის წარმომადგენელის მარიამ ჯაშის თქმით, მნიშვნელოვანია სამთავრობო უწყებებს შორის სწორი კოორდინაცია და კულტურის დარგში საკანონმდებლო დონეზე ინიციატივების მხარდაჭერა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ რეგიონულ გასვლით შეხვედრაზე საპილოტე პროგრამა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც აჭარაში, სხვა რეგიონების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)