|
2017-02-24 18:46:28, 2202 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით მიიღო. კანონის პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, ხოლო წინაღმდეგ ხმა 5-მა მისცა- -მა დეპუტატმა. კვორუმი 50 იყო. წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. სააგენტოს ამოცანად განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება. აღნიშნული მიზნებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, აგრეთვე სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებები. განისაზღვრება ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების წესი და საფუძველი. შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. კანონპროექტით წესრიგდება სააგენტოს მატერიალულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, მისი საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები, რომელიც არეგულირებს კანონის სრულყოფილად ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს) „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად სსიპ – ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს ნდობის ჯგუფს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. მომხსენებლის, ეკა ბესელიას განმარტებით, საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. მისივე თქმით, ნდობის ჯგუფი უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მთავრობაზე ახდენს დელეგირებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნორმატიული აქტები გამოსცეს მთავრობის დადგენილებების ფარგლებშიც. ეს უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტით იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელიც არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლად, ემატება ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს მიერ განხორციელებული საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს გაზრდის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ხარჯებს. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის მიზნით, იგი შეხვდება სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს. კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ განსაზღვრავს სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთს 200 ლარის ოდენობით, ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიისთვის. პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილება. კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე წელიწადში ერთხელ პარლამეტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)