|
2017-02-24 14:13:07, 2289 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: არაერთხელ გავაფრთხილე ოპოზიცია, რომ პროცედურის გაწელვა პაკეტის სიღრმისეულად განხილვას ხელს შეუშლიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში და რატომ მოუწია მას რიგ შემთხვევაში მისთვის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება. კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ხორციელდებოდა ე.წ. ფილიბასტერინგი, ანუ, პროცედურის დროში ხელოვნურად გაწელვა: „რამდენჯერმე ღიადაც და დახურულ რეჟიმშიც ვთხოვე უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ეს არ გაეკეთებინათ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლიდა ამ კანონპროექტის საგნობრივ განხილვას. ყველა ხედავდით, რა რეჟიმში წარიმართებოდა განხილვა. უმრავლესობა პრაქტიკულად არ იყო ჩართული განხილვაში, მხოლოდ საკომიტეტო რეჟიმში და კულუარულ რეჟიმში იყო ჩართული ამ კანონპროექტის განხილვაში გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ საპარლამენტო უმცირესობამ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის და პროცედურების ხელოვნურად გახანგრძლივების თაობაზე. ეს იყო, რა თქმა უნდა, მათი არჩევანი, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება, თუ რეგლამენტის შესაბამისად იყენებენ თავიანთ უფლებებს პარლამენტის წევრები. მხოლოდ იქ, სადაც რეგლამენტს უხეშად არღვევდნენ დეპუტატები, მიწევდა შესაბამისად რეაგირება, ცალკეულ შემთხვევაში მიკროფონის გამორთვა. ეს იყო მაქსიმალური რეაგირების მექანიზმი, რომელიც მე შემეძლო გამომეყენებინა და გამოვიყენე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. მე არაერთხელ გავაფრთხილე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ე.წ. ფილიბასტერინგი ხელს შეუშლიდა ამ უმნიშვნელოვანესი პაკეტის საგნობრივად და სიღრმისეულად განხილვას, ეს არ გაითვალისწინეს და ამ ყველაფერის შედეგია ის, რაც მოხდა. უკეთესი იქნებოდა ჩვენ თითოეული მუხლის და პუნქტის მიხედვით გაგვევლო როგორც ძირითადი, ასევე სხვა კანონპროექტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბიუროზე კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს ე.წ. ფილიბასტერინგი, კიდევ ერთხელ გვითხრეს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, რომ ხელოვნურად გაწელავდნენ დღეიდანაც კანონპროექტის განხილვას, მე დამჭირდა რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების გამოყენება და ამ უფლებამოსილების გამოყენების მთავარი მიზანი იყო კანონპროექტის საგნობრივი და სიღრმისეული განხილვის უზრუნველყოფა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს, სადაც მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ: „ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამ განხილვების განმავლობაში შეგვიზღუდეთ პრაქტიკულად ყველანაირად აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, საბოლოოდ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის, სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ამ ინიციატივით, რომელიც დააყენა ქალბატონმა ბესელიამ, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ჩვენ ვტოვებთ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,-განაცხადა ოთარ კახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მან რეგლამენტის შესაბამისად, ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტაჟი აღკვეთა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ.
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)