|
2017-02-24 13:49:33, 1623 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს, სადაც მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ: „ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამ განხილვების განმავლობაში შეგვიზღუდეთ პრაქტიკულად ყველანაირად აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, საბოლოოდ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის, სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ამ ინიციატივით, რომელიც დააყენა ქალბატონმა ბესელიამ, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ჩვენ ვტოვებთ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,-განაცხადა ოთარ კახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მან რეგლამენტის შესაბამისად, ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტაჟი აღკვეთა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ: „ბევრად უფრო მარტივად იყო აქ საქმე, თქვენ რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებდით ე.წ. ფილიბასტერინგს, მე რეგლამენტის შესაბამისად აღვკვეთე ფილიბასტერინგი, ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტჟ. ეს იყო საერთო სურათი, თქვენი არჩევანი იყო ეს ყველაფერი, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. დიდი მადლობა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)