06:42 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 21:55:19, 1639 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ჟვანია: მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს

მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს, - ამის შესახებ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ამ თანამდებობაზე ბოტკოველი ილია მეორემ დანიშნა და სწორედ მასვე შეუძლია მისი გადაყენება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ბოტკოველი პატრიარქის ნება-სურვილს დაემორჩილება.

"მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს. ეს არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics