|
2017-02-23 17:27:34, 1895 ნახვა
პოლიტიკა
კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში მიიწვია
სომხეთის პრემიერ–მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობენ. „ვისაუბრეთ რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა. ჩვენს კოლეგებს აქვთ შემოთავაზება ბიზნესმენებისთვის, რათა მოეწყოს შეხვედრა და განვიხილოთ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ბაზრის შესაძლებლობები,"–აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაც მისი შეფასებით, კიდევ უფრო განამტკიცებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)