|
2017-02-23 14:23:38, 1889 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში უმრავლესობას: მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენც შეგვიძლია იმ 4 წელზე ვისაუბროთ, როდესაც უამრავი უფლებადარღვევა მოხდა
„თქვენ მუდმივად აპელირებთ იმ 9 წელზე, ჩვენ ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ ბოლო 4 წელზე როდესაც მოწმენი ვართ უამრავი უფლებადარღვევის, რომელიც უკავშირდება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, ვებგვერდებზე ატვირთვას და მერე ამის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების საკითხს განიხილავენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მომავალში მსგავსი პრობლემები, რომ არ განმეორდეს საჭიროა ყველამ ერთად იზრუნოს ქმედითი კონტროლის მექანიზმის შექმნაზე. „ჩვენ ვთლით, რომ კარგი იქნება ნდობის ჯგუფს ჰქონდეს კომპეტენცია შეისწავლოს კონკრეტული განცხადებები და ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან განხორციელებულ შესაბამის უფლებადარღვევებს ან კიდევ უკანონო ქმედებებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვითხოვ იმას, რომ საქმიანობის განხორციელების დროს ნდობის ჯგუფს ჰქონდეს უფლება საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნოს შესაბამისი ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ჩვენი აზრით უნდა გააჩნდეს მაკონტროლებელს ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ნდობის ჯგუფს ექნება უფლება კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახეზე იქნება შესაბამისი მოცემულობა ან დანაშაულის ჩადენის ნიშნები პრემიერ-მინისტრს მიმართოს რეკომენდაციით გათავისუფლდეს თანამდებობიდან სააგენტოს ხელმძღვანელი“,-განაცხადა ტუღუშმა. მისივე თქმით, სააგენტოს ანგარიში ყოველწლიურად ნდობის ჯგუფს უნდა წარედგინოს. მანვე განმარტა, რომ ანგარიშის შესწავლის შედეგად ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს კომპეტენციაც და უფლებაც, რომ დამატებით ინფორმაცია მოითხოვოს. „ანგარიში ყოველწლიურად უნდა წარედგინოს ნდობის ჯგუფს, თუმცა რა თქმა უნდა ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს იმის კომპეტენციაც და უფლებაც, ანგარიშის შესწავლის შედეგად მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ეს ანგარიში არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ შემოფარგლული სტატისტიკური ინფორმაციით. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტროლის მექანიზმი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ იყოს ქმედითი ეფექტური და რეალურად მოხდეს რეაგირება იმ რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სააგენტოს საქმიანობის პროცესში“, - აღნიშნა ტუღუშმა.
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)